23 ივნისი 2017 წელი
მიმდინარე სასწავლო წლიდან ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, არჩევითი სასწავლო კურსის სტატუსით, ჩინური ენის სწავლება დაიწყო. ბსუ-ს სტუდენტებს საშუალება აქვთ ენის შესწავლა სრულიად უფასოდ ნულოვანი დონიდან დაიწყონ.
კურსის პირველი ეტაპი ბსუ-ს სტუდენტებმა უკვე გაიარეს საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს "ჩინური ენის პრაქტკული კურსის" და აუდიო მასალის მეშვეობით.ისინი ენასთან ერთად, ჩინურ კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას ეცნობან. კურსი როგორც სასაუბრო ნაწილის, ასევე იეროგლიფების შესწავლას ითვალისწინებს. ჯგუფს მოწვეული პედაგოგი ხელმძღვანელობს, რომელიც ჩინეთში ხუნანის უნივერსიტეტში სწავლობდა.
ჩინური ენის სწავლება უნივერსიტეტში ბსუ-სა და კონფუცის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მეორანდუმის ფარგლებში ამოქმედდა. კონფუცის ინსტიტუტი დაინტერესებულია დახმარება აღმოუჩინოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჩინური ენის, ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის დაარსებასა და განვითარებაში.
მომავალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტში ზოგადი ჩინური ენის კურსების გახსნა ნებისმიერი მსურველისთვის იგეგმება.
პროგრამა მსურველებს შესაძლებლობას აძლევს ჩინური ენის შესწავლას ნულოვანი დონიდან საფუძვლიანად. ზოგადი ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა შეადგენს 14 კვირას, კვირაში ჩატარდება 4 გაკვეთილი. პროგრამის ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
ყოველი მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სწავლების პროცესში ჩატარდება დამატებთი კონსულტაციები ჩინური ენის
დონის საერთაშორისო სერტიფიკატის (HSK) გამოცდისთვის.
პროგრამა ითვალისწინებს ჩინური ენის შესწავლას სკოლის მოსწავლეებისათვის (YCT).