ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, კურიკულუმის შემუშავება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი „სასწავლო კურსის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება“. ტემპუსის ეროვნული ოფისის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტმა (Higher Education  Reform Expert of National Tempus/Erasmus+ Office, HERE), თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ ტრენინგის 35 მონაწილეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, კურიკულუმის შემუშავება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და სხვ. აქტუალური საკითხი გააცნო. სამდღიან სასწავლო კურსს ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია,  დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა