12 ივლისი 2017 წელი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა: ნათია ქათამაძემ, ივდით დიასამაიძემ, ლალი თავაძემ, ნანა მაზმიშვილმა და ჟუჟუნა გუმბარიძემ ტრენინგი ჩაატარეს სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და სიახლეებზე. სამდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნო, როგორიცაა: ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, თანამშრომლობითი სწავლების ფორმები, დავალებაზე დაფუძნებული სწავლება, სტუდენტთა პროფილები, მათი ძლიერი და სუსტი მხრეების გაანალიზება, ავტონომიური სწავლება, მოაზროვნე ქუდები - სააზროვნო უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, მულტიმოდალური მიდგომა და სენსორული ზმნების გამოყენება სწავლების პროცესში.