14 ივლისი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგულენოვანი საზაფხულო სკოლა "ვისწავლოთ ფრანგული ერთად" საზეიმოდ დაიხურა. სამი კვირის განმავლობაში ჰუმანიტარულ მეცნიერებთა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარატმენტის პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა სკოლის 25 მოსწავლეს საკომუნიკაციო ფრანგულ ენას ასწავლიდნენ. საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა ფრანგული ენის პოპულარიზაციას, მოსწავლე-ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, აბიტურიენტთა მოზიდვას, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის ხელშეწყობას.
საზაფხულო სკოლა "ვისწავლოთ ფრანგული ერთად" ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა