13 ოქტომბერი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის პროექტის ,,უნივერსიტეტი - სკოლა“ წარდგინება გაიმართა. პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონის 110 აბიტურიენტი უფასოდ გაივლის ზოგადი უნარების მოსამზადებელ კურსს ეროვნული გამოცდებისათვის. ახალგაზრდებს მოამზადებენ ბსუ-ს ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამისა და სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ის სტუდენტები, რომლებიც ლოგიკის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულად გაივლიან ტრენინგს ზოგადი უნარების მომზადების მეთოდოლოგიაში ასოცირებული პროფესორის ლალი ანთიძის ხელმძღვანელობით.
პროექტის ,,უნივერსიტეტი - სკოლა“ ფარგლებში, სტუდენტები შეიძენენ პედაგოგიურ გამოცდილებას და განავითარებენ პროფესიულ უნარებს. პროქტის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც უნივერსიტეტისა და სკოლის, ასევე უნივერსიტეტისა და სტუდენტების თანამშრომლობას.