ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საარლენდის უნივერსიტეტის პროფესორის საჯარო ლექციები ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექციათა ციკლი მიმდინარეობს.

გერმანელი პროფესორი ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და სიცოცხლის მეცნიერებებში მოღვაწე სპეციალისტებს ისეთ აქტუალურ თემებზე ესაუბრება, როგორიცაა: ბიოლოგიური უჯრედების შესწავლის ახალი მეთოდები;
სისხლის წითელი უჯრედები, მათი იონური სატრანსპორტო გზები მემბრანაში და მათი მონაწილეობა სისხლში თრომბის ფორმირებაში. აგრეთვე, ლექცია შეეხება ზოგიერთი სახის სისხლის დაავადებებს, რადიაქტიურობას მედიცინაში, არსებულ ტექნიკურ თანამედროვე საშუალებებსა და რადიაქტიურობის მოქმედებას გარემო პირობებზე.

საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო 24 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდება.

ინგოლფ ბერნარდტის ლექციები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინასებით გაიმართა.

 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა