ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მსვლელობა მოაწყვეს და ეროვნული გმირის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ილიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა კიდევ ერთხელ  შეაფასეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი, მოხსენებები წაიკითხეს მის ფენომენსა და ლიტერატურულ  მემკვიდრეობაზე.    ახალგაზრდებმა ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს მწერლის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოკოლაჟი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა