24 ნოემბერი 2017 წელი
ბსუ-ს სტუმრად საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ეწვია. ელჩი რექტორს, მერაბ ხალვაშს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, მარინე გიორგაძეს, რომანისტიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. საუბარი შეეხო ბსუ-სა და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, კერძოდ, კანის, რუანისა და რენის უნივერსიტეტებთან ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ასევე ესაუბრა სტუდენტებს და მოისმინა ინფორმაცია მათი სურვილებისა და მომავალი გეგმების შესახებ.