8 დეკემბერი 2017 წელი
ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოეტის ცხოვრება და შემოქმედება გაიხსენეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ტრაპაიძემ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა პაატა ბარათაშვილმა, ბსუ-ს საპატიო დოქტორმა ავთანდილ ბარათაშვილმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „მამულიშვილთა გახსენება“ პრეზიდენტმა ბონდო კობაძემ, მწერლმა რამაზ სურმანიძემ, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. საიუბილეო საღამოს ფარგლებში ასევე გაიმართა კრებულის - „ნიკოლოზ ბარათაშვილი - 200“ - წარდგინება.