15 დეკემბერი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, პროფესორ გიგი თევზაძის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: „ვეფხისტყაოსანი, როგორც სოციალური პროექტი“. მომხსენებელმა შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი" განსხვავებული სოციალური თვალთახედვით განიხილა, რამაც დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა.