ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„1815 წლის 18 ივნისი - ვატერლოოს ბრძოლა და მისი ალტერნატიული ისტორია“

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების მონაწილეობით ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ღონისძიება გაიმართა 1815 წლის 18 ივნისს გამართულ ვატერლოოს ბრძოლასა და მის ალტერნატიულ ისტორიაზე. პროექტი მიზნად ისახავდა ისტორიის სპეციალობის სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე, აღნიშნული მოვლენის გააზრებას განსხვავებულ ისტორიულ ჭრილში და მის გამოვლენას ფართო აუდიტორიის წინაშე. კომპეტენტურმა ჟიურიმ რიგით მესამე ღონისძიების მონაწილე გუნდებიდან - „ლინი“ და „კორსიკა“ - გამარჯვებული გამოავლინა და უპირატესობა „ლინის“ მიანიჭა. პროექტში მონაწილე გუნდები დასაჩუქრდა სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა