18 იანვარი 2018 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტიპენდიების კონკურსი დასრულდა. შოთა რუსთველის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტმა თამაზ დავითაძემ მოიპოვა. პროფესორ როლანდი კომახიძის სახელობითი სტიპენდია მიენიჭა ანა ბაგრატიონს (ისტორია, ბაკალავრიატი, მესამე კურსი), პროფესორ აბელ სურგულაძის სახელობითი სტიპენდია თათული მოწყობილს (ისტორია, ბაკალავრიატი, მესამე კურსი), ხოლო სელიმ ხიმშიაშვილის სახელობითი სტიპენდია - ლალი ტუნაძეს (ევროპეისტიკა, მაგისტრატურა, მეორე კურსი).