ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პროექტის პრეზენტაცია

სურათი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, რეგიონებში  პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“  პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე,  შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ბათუმის, თელავის, გორის, ზუგდიდისა და ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ისტორიის ფაკულტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლების ისტორიის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ. 

 

პროექტის მიზანია შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით ახალგაზრდების დაინტერესება, ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და წყაროზე მუშაობის სპეციფიკური უნარების განვითარება. პროექტის მეორე ეტაპის დასკვნითი კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის ივნისში  და გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომი. 

პროექტის განხორციელებაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ისტორიის“ სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ზვიად ჩხენკელი მონაწილეობს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა