ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის 4 სტუდენტს საშუალება ეძლევათ ერთი სემესტრით სწავლა გააგრძელონ ნახიჩევანის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
უნდა იყოს ბაკალავრიატის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტი;
ენის ცოდნა ინგლისური, თურქული არანაკლებ B1. დონისა
საბუთები:
საერთაშორისო პასპორტის ასლი;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ქართულ ენაზე
ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე).
მიმღები უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს უფასო სწავლას და საერთო საცხოვრებელს, ასევე სტიპენდიას 150 აშშ დოლარი.
მგზავრობა დაფინანსდება ბსუ-სა და მიმღები უნივერსიტეტების მიერ.
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 26 თებერვალი, ბსუ-ს კანცელარია (ოთახი #1).