ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექციები ხელოვნებასა და ლიტერატურაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არაფორმალური განათლების ცენტრის  ლიტერატურულ კლუბში 3-4 მარტს გაიმართა მხატვარ ლევან სონღულაშვილის ლექცია თემაზე: ,,ხელოვნება და კულტურა“ და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოსისა და ლიტერატურის კრიტიკოსის, ლექსო დორეულის ლექცია თემაზე: ,,სიკვდილის ლიტერატურული ისტორია“. ლევან სონღულაშვილმა  საკუთარი შემოქმედების, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სპეციფიკის, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიული და თანამედროვე მიმართების შესახებ ისაუბრა. მომხსენებელმა ასევე განიხილა ქართული მოდერნისტული მხატვრობა, მხატვრობის ისტორიული და თანამედროვე ტენდენციები და შეკითხვებს  უპასუხა. 
ლექსო დორეულის საჯარო ლექციის მიზანი იყო ხორხე ლუის ბორხესის ერთი მოთხრობის ,,შემოჭრილის“ ანალიზი, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურა გადმოსცემდეს არსებულისა და შესაძლებლის ექსისტენციურ ერთიანობასა და ამ მოცემულობაში ადამიანის შინაგანი ცხოვრების სირთულესა და ბედს. ტექსტის კითხვის მეთოდით, პოეტიკის დეკონსტრუქციის გზით აუხსნა პროფესორმა სტუდენტებს მნიშნელოვანი ლიტერატურათმცოდნეობით კატეგორიების არსი.  ლექცია იყო ინტერაქციული, დიალოგური. სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული ტექსტის ანალიზში.

საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ ბსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, ხელოვნებითა და ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა