ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში, ოთახი Ν34.
სახელობითი სტიპენდიები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის:
1.პროფესორ აბელ სურგულაძის სახელობითი სტიპენდია
2. პროფესორ როლანდ კომახიძის სახელობითი სტიპენდია
სახელობითი სტიპენდიები მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის:
1. სელიმ ხიმშიაშვილის სახელობითი სტიპენდია
2. პროფესორ დავით ხახუტაიშვილის სახელობითი სტიპენდია
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:
ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი .
(,,საშუალო შეწონილი’’-ს ფორმულა; (A1*B1+A2*B2)/A1+A2=91 A- საგნის კრედიტი, B - შეფასების ქულა)
ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა. შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;
საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);
ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);
გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულადდამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) პირადობის მოწმობის ასლს;
ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებულია 91 და მეტი ქულა (დეკანის მიერ დამოწმებულს);
ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;
ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).
საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;
ბ) თუ კონკურსანტის მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);
გ) თუ კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;
დ) თუ კონკურსანტის დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;
ე) თუ კონკურსანტის აქვს ფინანსური დავალიანება.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამდივნოში (ოთახი Ν34) 2018 წლის 19 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 31 მარტის შემდეგ.
დანართი1 დანართი2 დანართი3