26 მარტი 2018 წელი
ყურადღება, საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში!!!
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს - 2 დეკემბერს ბათუმში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში-III“ (პირველი კონფერენცია ჩატარდა 2009, ხოლო მეორე - 2014 წელს. მასალები დაბეჭდილია).
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქრთული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: ფილოსოფია; ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია; ენათმეცნიერება; ლიტერატურათმცოდნეობა; თარგმანმცოდნეობა; კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინოლოგია, ნეოგრეცისტიკა; სემიოტიკა, მასმედია და კულტურათშორისი კომუნიკაცია; ციფრული ჰუმანიტარია;
პლენარულ სხდომაზე იწარმოებს მოხსენებების სინქრონული თარგმანი. მოხსენებების რეგლამენტი შეადგენს 15-20 წუთს.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ და 2018 წლის 5 მაისამდე ელ.ფოსტით გადმოგვიგზავნოთ თანდართული განაცხადი და მოხსენების აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა). კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები გამოქვეყნდება.
საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ელფოსტა: humanities@bsu.edu.ge
დანართი 1 დანართი 2