ბსუ აცხადებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ბუღალტრული აღრიცხვა“ (V დონე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს

სურათი

სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ბუღალტრული აღრიცხვა“ (V დონე) პროფესიული განათლების მასწავლებელთა შესარჩევად, შემდეგი ვაკანტური სასწავლო მოდულებისთვის:

 

 

ა) პროფესიულ სტუდენტთა შეფასების ინსტრუმენტების მომზადება, მონაწილეობა მათი ვალიდაციის პროცესში, პროფესიული სტუდენტის მიერ შესრულებული ნაშრომის შეფასება, სტუდენტისთვის შეფასების შედეგების გაცნობა და უკუკავშირი განმავითარებელი შეფასების მიზნით;

ბ) პროფესიული სტუდენტის სწავლის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა და მოდულის დასრულებისთანავე ცენტრისათვის გადაცემა;

გ) პროფესიულ სტუდენტებისთვის კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით;

დ) შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზება/ჩატარებაში მონაწილეობა (საჭიროების შემთხევაში);

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) საკუთარი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის ბსუ-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კურსებზე და შეხვედრებზე დასწრება;

ზ) სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების თუ მართვის კოლეგიალური ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა;

თ) შესაბამისი პროფესიული სტანდარტით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრულება (თუკი ასეთს ითვალისწინებს);

ი) მოდულის განხორციელების მიზნებისათვის ცენტრისა და ბსუ-ს ადმინისტრაციის მითითებების/სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულება, რაც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, შრომითი ხელშეკრულებიდან, ბსუ-ს შინაგანაწესიდან  (შრომითი ხელშეკრულების ნაწილია) და ბსუ-ს სხვა რეგულაციებიდან, რომელიც განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდის ველებში (ბსუ-ს შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“, ,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შერჩევის, სამუშაო დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების გაცემის წესი“  და სხვა).

კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინონ საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) საკონკურსო განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - N1 დანართის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფერადი ფოტო (ზომა 3/4);

დ) შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების დიპლომი (ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი) ან/და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან/და წინმსწრები (ფორმალური, არაფორმალური მ.შ უცხოეთში მიღებული) განათლების აღიარების დოკუმენტი (ნოტარიული წესით დამოწმებული ასლი) ან/და შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის სწავლების მიზნებისათვის ბსუ-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგში ან/და გარე პროვაიდერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები ან/და დასწრების ფურცლები (ასლი/ასლები).

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2024 წლის 01-05 ივლისი, 10:00 სთ-დან 17:00 საათამდე, (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15, მე-6 კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N303);
  • კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/ საჭიროების შემთხვევაში საცდელი თეორიული ან პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება, ვაკანტური საათების შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად) – 2024 წლის 10-11 ივლისი (კონკურსანტთა სია და გასაუბრების (საჭიროების შემთხვევაში საცდელი თეორიული ან პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება, შესასრულებელი დატვირთვის სახის შესაბამისად) ჩატარების დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობებათ გასაუბრების/საცდელი მეცადინეობის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 დღით ადრე;
  • საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და ცენტრის საინფორმაციო დაფის მეშვეობით არაუგვიანეს 2024 წლის 17 ივლისი.

ბრძანება №01-02/90

  დანართი N1 განცხადების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა