ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროფესორ პაველ ტრაჩიკის საჯარო ლექცია

სურათი

ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი პაველ ტრაჩიკი სამუშაო ვიზიტით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვია. პროფესორმა ტრაჩიკმა ვიზიტის ფარგლებში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისათვის სამეცნიერო მოხსენება წაიკითხა ბრეიდების ჯგუფის წარმოდგენის შესახებ. მკვლევარმა განიხილა ამ მიმართულებით არსებული პრობლემები და სხვადასხვა ავტორის მიერ წარმოებული კვლევის შედეგები. მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა ბსუ-ს ასოც. პროფესორ ანზორ ბერიძის თანაავტორობით მომზადებული სამეცნიერო სტატია - ბურაუს წარმოდგენა n=4-სათვის.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა