სტუდენტთა სოციალური პროექტები
10 ივნისი 2016 წელი
2016 წლის 8-10 ივნისს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „მენეჯმენტის“ სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა (ლ.ფუტკარაძე, თ.ჭაღალიძე, თ.რომანაძე, თ.ცეცხლაძე, თ. ვარშანიძე, დ.გვიანიძე, მ.ბოლქვაძე, ტ.ალიევი) შეიმუშავეს და განახორციელეს სოციალური პროექტები - „გაიგე მეტი შშმ პირთა შესახებ“ და „დრო მიდის, კადრები კი რჩება’’.
პროექტი - „გაიგე მეტი შშმ პირთა შესახებ“ მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობას შშმ პირთა უფლებებისა შესახებ და მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას, ხოლო პროექტის -„დრო მიდის, კადრები კი რჩება’’ მიზანი ხანდაზმულებისათვის ერთი დღის გალამაზება და საზოგადოების მხრიდან თანადგომის გამოხატვა იყო.
სტუდენტთა სოციალური პროექტები სასწავლო კურსის - „პროექტების მართვის“ ფარგლებში შემუშავდა და სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურებოდა.
სრულად