სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
2 ივნისი 2016 წელი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
იურიდიულ ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე იურიდიული ფაკულტეტის მეორე, მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა ცხრა მოხსენება წარმოადგინეს, მათგან ერთი მოხსენება რეფერატულ ნაშრომთა კონკურსში გამარჯვებულმა პირველკურსელმა წარმოადგინა.
კომისიის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი პირველკურსელ ნინო ბასილაძეს ერგო თემისთვის „მდედრობითი, მამრობითი და მესამე სქესი (საკმარისია სქესის სამართლებრივი რეგულირებისას მხოლოდ გარეგნული ნიშნებით ხელმძღვანელობა?!)“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე).
მეორე ადგილზე გავიდა მესამე კურსის სტუდენტი შორენა ქადიძე თემით „საქართველოს სახელმწიფო ენის სამართლებრივი სტატუსის შედარებითი ანალიზი ბალტიისპირეთის (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) ქვეყნების, აზერბაიჯანის და სომხეთის სახელმწიფო ენათა სამართლებრივ სტატუსთან“ (ხელმძღვანელი პროფესორი მურმან გორგოშაძე). მესამე ადგილი სოფო რიჟვაძემ მოიპოვა თემით „ქალთა უფლებები საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე“ (ხელმძღვანელი მოწვეული სპეციალისტი დავით სამნიძე).
სრულად