დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 19 ნოემბერს დაიწყო და 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
განაცხადების შევსება მიმდინარეობს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, მისამართზე - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გამოგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელფოსტაზე: http://info@livelihood.gov.ge.
დაინტერესებულ პირებს, განაცხადის ფორმა, შევსების ინსტრუქციასთან ერთად, შეუძლიათ იხილონ ბმულზე: http://gov.ge/s/0859c
განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით;
- განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
- განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია).
- კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცნობა, ფორმა N100 და ა.შ.)
პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის აქტიური სტატუსი.
- სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში.
პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება.
უკან |