პროფესიული განათლების მასწავლებლების სამსახურში მიღება, სამუშაო დატვირთვის განსაზღვრა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გაცემა ბსუ-ში რეგულირდება ,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შერჩევის, სამუშაო დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 21 ნოემბრის N01-08/169 ბრძანებით (კოდიფიცირებული ბრძანება - ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შერჩევის, სამუშაო დატვირთვის განსაზღვრისა და შრომის ანაზღაურების გაცემის წესი).
2019 წლამდე ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები ,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით მოწვეულ პროფესიული განათლების მასწავლებელთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 8 ოქტომბრის N01-08/128 ბრძანების შესაბამისად (,,ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით მოწვეულ პროფესიული განათლების მასწავლებელთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 8 ოქტომბრის N01-08/128 ბრძანება).
2019 წლიდან ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულებები ფორმდება ,,პროფესიული განათლების მასწავლებელთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 15 თებერვლის N01-02/16 ბრძანების შესაბამისად (,,პროფესიული განათლების მასწავლებელთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 15 თებერვლის N01-02/16 ბრძანება).
პროფესიული განათლების მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ოდენობა (ტარიფი) განისაზღვრება „ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის საათობრივი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 11 ოქტომბრის N01-11/92 ბრძანებით („ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის საათობრივი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2018 წლის 11 ოქტომბრის N01-11/92 ბრძანება.)
ბსუ-ს პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების მოდულებს/სასწავლო კურსებს წარმართავს მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლები (იხილეთ ქვემოთ მოცემული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით):







უკან |