კურსის მოცულობა: 15 სატრენინგო საათი
კურსის განხორციელებაში მონაწილე ტრენერები:
- მარინე გურგენიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასოცირებული-პროფესორი;
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: საბავშვო ბაღების აღმზრდელები, ექთნები, დაინტერესებული პირები
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვინც გადაიხდის სწავლის საფასურს და ბსუ-ს ადმინისტრაციასთან გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრენინგის მოსმენის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
- სიღრმისეულად გაიაზრონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრობლემები და დაეუფლონ თავიანთ საქმიანობაში მათი პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევებს
მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით
შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)
ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა
გ) ტესტირება - 20 ქულა.
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი, რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.
მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერთიფიკატს.
დანართიუკან |