პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

შეხვედრა პროფესიული პროგრამების განვითარების საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორის მოადგილე ბატონი იოჰანეს შთრითმათერი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რექტორის მოადგილემ პროფესორმა თამარ სირაძემ და იოჰანეს შთრითმათერმა ,,პროფესიული განათლებისა  და ადამიანური რესურსების განვითარების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ისაუბრეს. პროგრამა მზადდება ბსუ-ში GIZ-თან და მაგდებურგის უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ბატონმა იოანეს შთრითმათერმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე, დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების მნიშვნელობაზე.   


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა