ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მეფუტკრე (III საფეხური), ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (IV საფეხური), ვებ ინტერფეისის დიზაინერი (III საფეხური), ვებ ინტერფეისის დეველოპერი (III საფეხური), 2019 წლის 8 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში, მეოთხე სართულზე, ოთახი N404).
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა რესურსცენტრებსა და ონლაინრეჟიმში შემდეგ მისამართზე
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა პრეტესტი (იმიტირებული გამოცდა) ჩატარდება 2019 წლის 4 მაისს (პრეტესტის ჩატარების ადგილი მითითებული იქნება რეგისტრაციის შედეგად აღებულ საგამოცდო ბარათში).
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა ტესტირება (გამოცდა) ჩატარდება 2019 წლის 5 მაისს (ტესტირების ჩატარების ადგილი მითითებული იქნება რეგისტრაციის შედეგად აღებულ საგამოცდო ბარათში).
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2019 წლის 3 ივნისს.
აპლიკანტთა ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება (პირადი ნომრების გარეშე) ბსუ-ს ვებ გვერდზე 2019 წლის 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით (ამ ვადაში აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის არჩევანი).
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტებმა 2019 წლის 25 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით (კვირის გარდა), ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში (ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, მე-3 კორპუსში (ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა, მეოთხე სართულზე, ოთახი N402) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელის/კანონიერმა წარმომადგენელის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დანართი 1-ის პირველ და მე-4 გრაფებში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დანართი 1-ის მე-2, მე-3 და მე-5 გრაფებში მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).
დ) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
დანართი
პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამებზე 2019 წლის საგაზაფხულო მიღების გამოცხადების შესახებ
უკან |