პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული მომზადება/გადამზადების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

"სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში" მიმდინარე წლის 15 აპრილიდან ბსუ-ს მიერ ხორციელდება პროფესიული მომზადება-გადამზადების შემდეგი მოკლევადიანი სასწავლო კურსები:

  1. ბაგა-ბაღის აღმზრდელი (გსმ ბავშვთა განვითარების თავისებურებანი);
  2. ბუღალტრული აღრიცხვა (საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება);
  3. ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს შემკეთებელი (ელექტრომზომი ხელსაწყოების გამოყენება და დაზიანებული კომპონენტების შეცვლა);
  4. მეფუტკრე (საფუტკრე მეურნეობის მოწყობა);
  5. ვებ-პროგრამისტი (ვებ გრაფიკის დიზაინერი)

თითოეული პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა (დღეებსა და ასტრონომიული საათებში) შეადგენს   6 კრედიტს, 150 საათს. 

სწავლა წარმოებს კვირაში 6 დღე, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში საშუალოდ 3 საათს (კვირაში საშუალოდ 18-20 საათს), სულ პროგრამის ხანგრძლივობაა 60-65 დღე.

პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს  2019 წლის 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით სოციალური მომსახურების სააგენტოებში. მისამართი:

ა) ბათუმი,   ტაბიძის ქ. N 2;

ბ)  ქობულეთი, თავისუფლების ქ. N13. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ.: + 995 599 94 03 11     ან + 995 577 49 19 39

ელ: .ფოსტა: vocational@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა