პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების“ სახელმწიფო პროგრამა ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორედ ჩაერთო ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების“ სახელმწიფო პროგრამაში. ამ ეტაპზე ბსუ-ში ხორციელდება ხუთი მოკლევადიანი პროგრამა: „ბაგა-ბაღის აღმზრდელი“, ,,ბუღალტრული აღრიცხვა“, ,,ვებ პროგრამისტი“, ,,ელექტრონული და ციფრული მოწყობილობის დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი“, ,,მეფუტკრე“. პროგრამებზე პროფესიულ  გადამზადებას გადის 50 მსმენელი. სწავლება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აღნიშნული პროგრამებით განსაზღვრული შეფასების სისტემის საფუძველზე მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა