პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროექტის „პროფესიების არჩევის პროგრამა“ ფარგლებში განათლების ფორუმი ჩატარდა

სურათი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“-ს ორგანიზებით პროექტის „პროფესიების არჩევის პროგრამა“ ფარგლებში ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის განათლების ფორუმი ჩატარდა. პროფორიენტაციის ფორუმის მონაწილე სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სხვადასხვა პროფესიებს გაეცნენ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები  და  პროგრამებზე მიღების წესები წარუდგინეს.

საგანმანათლებლო პროექტი „პროფესიების არჩევის პროგრამა“ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა