პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ენისა და მეტყველების თერაპია სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე

კურსის მოცულობა:  120 საკონტაქტო საათი

კურსი მოიცავს სამ მოდულს:

  1. მეტყველების განვითარების დარღვევები, თერაპიული საშუალებები - 90 საკონტაქტო საათი;
  2. ენისა და მეტყველების განმავითარებელი აქტივობები - 15 საკონტაქტო საათი;
  3. კომუნიკაციის დარღვევები; კომუნიკაციის უნარების განვითარება - 15 საკონტაქტო საათი.

კურსის განხორციელებაში მონაწილე ტრენერები:

  • მარინე გურგენიძე (ბსუ)
  • ნანი მამულაძე (ბსუ)
  • ნანა მაკარაძე (ბსუ)
  • მანანა ინაიშვილი (სთეფ ფორვარდი)
  • მარინე მეგრელიშვილი (სთეფ ფორვარდი)
  • ცირა კაპანაძე (სთეფ ფორვარდი)

კურსზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაიშვება ნებისმიერი მსურველი, ვინც დაინტერესებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მეტყველების დარღვევათა იდენტიფიკაციითა და კორექციით (აღმზრდელ-პედაგოგები, სპეციალური მასწავლებლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, მშობლები და ა. შ.).

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: კურსის მიზანია მსმენელებში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების დარღვევების იდენტიფიცირებისა და შეფასების უნარების გამომუშავება, თერაპიული მოქმედების პრინციპების, მეთოდებისა და სტრატეგიების დაუფლება.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხებისა და  დარღვევების შეფასებას;
  • ხმის დარღვევების შეფასებას და თერაპიას;
  • მეტყველების მოქნილობის დარღვევების შეფასებას და კორექციისათვის შესაბამისი მეთოდების შერჩევას;
  • ყლაპვის დარღვევის შეფასებას; საკომპენსაციო და სარეაბილიტაციო ტექნიკების გამოყენებას;
  • ორალური კვების სირთულეების იდენტიფიკაციას და ინტერვენციას;
  • სენსორული დეფიციტის შედეგად აღმოცენებული მეტყველების დარღვევების შეფასებას და კორექციისათვის შესაბამისი მეთოდების შერჩევას;
  • მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვთა მეტყველების განვითარების ხელშეწყობას;
  • დაუნის სინდრომის, გონებრივი ჩამორჩენილობის, აუტისტური სპექტრის აშლილობების თანმხლები მეტყველების დარღვევების შეფასებას და კორექციისათვის შესაბამისი მეთოდების შერჩევას;
  • დასწავლის უნარების დარღვევების შეფასებას და ინტერვენციისათვის შესაბამისი მეთოდების შერჩევას.

შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით.

შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ტრენინგზე დასწრება - 20 ქულა

ბ) ტრენინგზე აქტიურობა - 60 ქულა

გ) ტესტირება - 20 ქულა.

სერტიფიკატის მიღების პირობები:

მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას და მეტს, მიიღებს ტრნინგ-კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

  ფაილი-ტრენინგ-კურსი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა