პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი

კურსის მოცულობა: 50 საკონტაქტო საათი.

კურსის განხორციელებაში მონაწილე ტრენერები:

  • მარეხ მგელაძე (ბსუ)
  • ნინო დოლიძე (ევექსის კლინიკა)

კურსის მიზნები:

  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის სამწევრიანი თანმიმდევრობის ყველა კომპონენტის (წინაპირობა; ქცევა; შედეგი) გაცნობა და მათი გამოყენების სწავლება პრაქტიკული სამუშაოსთვის;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის მოკლე ისტორიის გაცნობა;
  • ქცევაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების განსაზღვრა;
  • განმტკიცების, დასჯისა და ქცევის ჩაქრობის სახეებისა და რეჟიმების გაცნობა; მათი პრაქტიკაში გამოყენების სწავლება;
  • მოტივაციური ფაქტორებისა და მათი მართვის მეთოდების გაცნობა;
  • რთული ქცევის მართვის სტრატეგიების გაცნობა;
  • ახალი უნარების ათვისებისთვის საჭირო ინტერვენციისა და დახმარების სახეების გაცნობა;
  • ყოველდღიური პრაქტიკული სამუშაოსთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შევსების სწავლება;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის ეთიკური საკითხის გაცნობა;
  • ვერბალური ქცევის არსისა და მისი ძირითადი ოპერანტების გაცნობა;
  • აუტიზმის და განვითარების სხვა ძირითადი დარღვევების სიმპტომების, ეტიოლოგიის, მხარდაჭერის მეთოდების გაცნობა.

კურსზე დაშვების წინაპირობა: პროგრამის სამიზნე ჯგუფს შეადგენენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სპეცმასწავლებელები, სკოლამდელი დაწესებულებების მეთოდისტები, აღმზრდელები, ფსიქოლოგები, მეტყველების თერაპევტები, აგრეთვე ნებისმიერი მსურველი, ვინც დაინტერესებულია ქცევის მართვის ძირითადი სტრატეგიების  შესწავლით.

მოსალოდნელი შედეგები:

კურსის  გავლის შემდეგ მსმენელებს

ა) ეცოდინებათ:

  • ქცევის სამწევრიანი თანმიმდევრობის ყველა კომპონენტი;
  • როგორ ამოიცნონ და მართონ მოტივაციური და გარე ფაქტორები;
  • ალტერნატიული კომუნიკაციის სახეები;
  • განვითარების ძირითადი დარღვევებისთვის დამახასიათებელი ადრეული ნიშნები;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის მოკლე ისტორია და ის პიროვნებები,
  • თერაპევტის პროფესიული ეთიკა;
  • ქცევის ძირითადი მახასიათებლები და მათი გაზომვის ტექნიკები.
  • პროფესიული ლექსიკა და ყველა იმ ტერმინის დეფინიცია, რომელიც გამოიყენება ქცევის გამოყენებით ანალიზში;

ბ) შეეძლებათ:

  • რთული ქცევის მართვა შესაბამისი სტრატეგიის გამოყენების საშუალებით;
  • კლიენტის ახალი უნარების ათვისების სხვადასხვა და ინდივიდუალურ შემთხვევებზე მორგებული სტრატეგიების გამოყენება;
  • აუტიზმის პროგრამაში არსებული ძირითადი დოკუმენტაციის წარმოება პროგრამის სუპერვაიზერის მხარდაჭერით;

გ) ათვისებული ექნებათ:

  • ქცევითი თერაპევტისათვის საჭირო უნარები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მის ჩამოყალიბებაში;
  • ვერბალური ქცევისს არსის და მისი ოპერანტების ფორმირების მეთოდები.

შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით.

ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია როგორც ონლაინ,  ასევე პირისპირ რეჟიმში.

სერტიფიკატის მიღების პირობები

მსმენელი, რომელიც დააგროვებს 75 ქულას და მეტს, მიიღებს ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

ტრენინგ-კურსის გავლის მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ განცხადება და შევსებული ვერსია გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bsu.edu.ge (განაცხადის ფორმა იხილეთ მიმაგრებულ ფაილში). განცხადების შევსება შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაშიც.

საკონტაქტო პირი:  თემურ ავალიანი - ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მასწავლებელთა გადამზადებისა  და სკოლამდელი აღზრდის მიმართულების კოორდინატორი, ტელეფონი: (+995) 595 506 422.

  განცხადების ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა