პროგრამის მიზანი: მსმენელებს შეასწავლოს არქიტექტურული, სამშენებლო და კონსტრუქციული ნახაზების აგების პროცესის აღწერა; ნახაზების რედაქტირება; ნახაზების ანოტირება; სახვადასხვა ტიპის ფაილების გამოყენება; საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.
პროგრამის ხანგრძლივობა: სულ - 40 საათი (მათ შორის 35 საათი საკონტაქტო და 5 საათი - საგამოცდო), რომელიც ჩატარდება სულ 7 კალენდარულ დღეში (დღეში 5 აკადემიური საათი, სულ 35 საათი) და 1 საგამოცდო დღე (5 საათი).
პროგრამის განმახორციელებელი ძირითადი პერსონალი: გიორგი ბობოხიძე (პროგრამის პროექტის ავტორი, gbobohidze@mail.ru; +995 592402051)
ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური რესურსის შესახებ: ბსუ პროგრამის მსმენელებს უზრუნველყოფს კეთილმოწყობილი აუდიტორიით, სათანადო ტექნიკური საშუალებებით და დამხმარე მასალებით (ჰენდაუტები), ბიბლიოთეკით.
პროგრამის დასრულების შედეგად სერტიფიკატის გაცემის წესი: პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წინაპირობაა პროგრამის სრული კურსის გავლა და დასკვნით გამოცდაზე შეფასების - მაქსიმალური 100 ქულიდან არანაკლებ 71 ქულის მიღება.
პროგრამის განხორციელების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი საკონტაქტო პირი: მამუკა გოგელია - ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულების კოორდინატორი
ბრძანება
უკან |