გამოცხადდა მიღება პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“. პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 24 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), რისთვისაც დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოს შემდეგ მისამართზე - ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 70/72
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ფოტოსურათი (3X4);
გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განსაზღვრული წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ბსუ-ს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
დაშვების წინაპირობები:
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გამოცდა (ტესტირება) და გასაუბრება (ონლაინ)
აპლიკანტი/პროგრამის გავლის მსურველი უნდა ფლობდეს:
ჩამოთვლილი აკადემიური ხარისხიდან/პროფესიული კვალიფიკაციიდან ერთ-ერთს:
ბაკალავრის აკადემიურ ხარისხი საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით
ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.
რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 577-49-19-39.
უკან |