2023 წელს ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აპლიკანტებმა 2023 წლის 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის (შაბათ-კვირის გარდა) ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15, VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N302) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/ შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/ შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ,,საექთნო განათლება“, ,,აღმზრდელი“ ,,ბუღალტრული აღრიცხვის“, მებაღეობის“, ,,საბიბლიოთეკო საქმის“ და ,,სატყეო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ,,საფინანსო სერვისების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).
დ) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე; ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).
რეგისტრაციის ვადები
N-01-02-191
უკან |