პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გამოცხადდა მიღება ბსუ-ს პროფესიული გადამზადების მოკლევადიან ტრენინგ-მოდულზე „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება“

სურათი

გამოცხადდა მიღება ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების მოკლევადიან ტრენინგ-მოდულის „აღმზრდელ-პედაგოგთა პორეფსიული განვითარება“  ორ ჯგუფში:

  1. ონლაინ სწავლების ფორმატი - მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 მსმენელი, სწავლის საფასუი 350 ლარი ერთი მსმენელისათვის. სწავლის დაწყება - 2024 წლის 10 თებერვალი;
  2. პირისპირ სწავლების ფორმატი -  მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 25 მსმენელი, სწავლის საფასუი 300 ლარი ერთი მსმენელისათვის. სწავლის დაწყება - 2024 წლის 10 თებერვალი.

ტრენინგ-მოდულზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 1 თებერვლიდან 7 თებერვლის  ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

ტრენინგ-მოდულის კურსის გავლის მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ განცხადება და შევსებული ვერსია გააგზავნონ შემდეგ ელმისამართზე: info@bsu.edu.ge

განცხადბის შევსება შესაძლებელია აგრეთვე ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაშიც მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, ბსუ-ს N1 კორპუსი, 1-ელი სართული, ოთახი N1. განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლები.

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 (ტრენინგის სწავლის საფასური).

ინფორმაციას ტრენინგ-მოდულის შესახებ გაეცანით შემდეგ ელმისამართზე: https://bsu.edu.ge/sub-54/page/16832/index.html

დამატებით ინფორმაციას ტრენინგ-მოდულზ მიღების შესახებ გაეცანით დანართში.

 

  დანართი
  დანართი1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა