პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

კითხვისა და წერის მეთოდები

კურსის მოცულობა: 1 კრედიტი, სულ 25 საათი, აქედან 15 საათი საკონტაქტო, 10 საათი დამოუკიდებელი მუშაობისათვის.  
კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები:  ბსუ-ს პროფესორი, ტრენერი  ლელა თავდგირიძე   (CV თანდართული)
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პედაგოგები
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესებულია სწავლება/სწავლის მეთოდებით, კერძოდ კითხვისა და წერის სტრატეგიებით.  
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრეინინგის მოსმენის შემდეგ მსმენელებს
•    ეცოდინებათ   კითხვისა და წერის  სხვადასხვა მეთოდები;
•    შეძლებენ კითხვის და წერის  სხვადასხვა მეთოდებით მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას და წარმართვას;
•    შეძლებენ  კითხვის და წერის სტრატეგიებთან  დაკა¬ვში¬რებული კომპ¬ლექსური სი-ტუ¬ა¬ცი¬ების ანალიზს და დასკვნის გაკე¬თებას;

მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით  
შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) ტრენინგზე დასწრება –10 ქულა
ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 30 ქულა
გ) საშინაო დავალება - 30 ქულა  
დ) ტესტირება- 30 ქულა
ტრენინგი მოსმენილად ჩაეთვლება, თუ მსმენელი  დაესწრება  საათების რაოდენობის ¾, ექნება შეფასების არანაკლებ  51%.
ტრენინგზე აქტიურობის - 30 ქულის  დაგროვება მსმენელს შეეძლება ჯგუფში მუშაობით, დისკუსიაში აქტიური მონაწილეობით, პედაგოგიური სიტუაციების ანალიზით.
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მოდულის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის წინაპირობაა კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვება. სერტიფიკატის ფორმას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს ბსუ-ს აკადემიური საბჭო. კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 51 ქულის დაგროვება.
 

კურსზე რეგისტრაცია

  კურსის სტრუქტურა და შინაარსი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა