ციტრუსოვანთა გამრავლება და მოვლა - მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები. სემინარი ჩატარდება 15.06. 15:00 სთ
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულების. ასისტენტ პროფესორი ნოდარ ბერიძე.
12 ივნისი 2018 წელი
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ციტრუსოვანთა მოვლა-მოყვანა ღია გრუნტში, შესაძლებელია შავი ზღვის სანაპირო ზოლის თბილ ადგილებში. დღეისათვის ციტრუსოვნები ძირითადად გავრცელებულია აჭარის (ქობულეთი, ხელვაჩაური), გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის აგრო ეკოლოგიურ ზონებში. ჩვენს პირობებში მანდარინის მცენარის სასიცოცხლო ნულად მიღებულია ტემპერატურა -120C ქვემოთ. ოპტიმალურ ტემპერატურად, რომლის დროსაც მიმდინარეობს მანდარინის აქტიური ზრდა 20-250C. ზრდის პირველ პერიოდში, კრიტიკული მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს 28-300C-ს, ხოლო ზრდის მეორე პერიოდში 35-360C-ს. ტემპერატურის უფრო მაღალი დონე იწვევს სასიცოცხლო პროცესების შეფერხებას და ნაყოფის ჩამოცვენას. მანდარინის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3200-40000C-ს შეადგენს. იგი არ უყენებს ერთნაირ მოთხოვნას სითბოს, განვითარების ცალკეული ფაზების გავლისას. ფოთლების გაშლისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 15 0C, ხოლო უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში, ეს ფაზა ყოვნდება. ყვავილობა ნორმალურად მიმდინარეობს 17-190C პირობებში. ამ ფაზის გავლისათვის უფრო მაღალი ტემპერატურა (25-300C) ძალიან საშიშია, რადგან ის იწვევს ფოთლების გადახურებას, წყლის ტრანსპირაციას და ნასკვების მომეტებულ ცვენას.
სრულად