სტევიას (Stevia Rebaudiana Bertoni) კულტურა საქართველოში და მისი ძირითადი დაავადებები. მეცნიერი თანამშრომელი ნანა ჯაბნიძე. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში, 20 ივნისს, 12:00 საათზე.
20 ივნისი 2018 წელი
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ერთ-ერთ პერსპექტიულ სასოფლო-სამეურნეო კულტურა სტევიას (Stevia Rebaudiana Bertoni), რომელიც მოიხსენიება შემდეგი სინონიმებით: „თაფლოვანი ბალახი“, „ორფოთოლა ტკბილი“, „კაა-ჰეე“ და სხვა. იგი ჩვენში ინტროდუცირდა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში და დღეისათვის ფართოდაა ცნობილი მოსახლეობაში. მისი სწრაფი გავრცელება განაპირობა მიწისზედა ნაწილებში, ძირითადად ახალგაზრდა ფოთლებსა და ყლორტებში შაქრის შემცველი, ინტენსიურად ტკბილი გემოს მქონე დიტერპენული ნაერთების: სტევიოზიდსა და რებაუდიოზიდის შემცველობამ. სტევია საუკეთესო დიეტურ-პროფილაქტიკური და სამკურნალწამლო საშუალებაა შაქრიანი დიაბეტით, გულსისხლძარღვთა დაავადებების და სიმსუქნისადმი მიდრეკილების დროს. სტევიას მცირე დოზების მიღებისას შეინიშნება არტერიული წნევის შემცირების მცირედ გამოხატული ეფექტიც.
სრულად