მემბრანული პროცესების გამოყენება საკვები პროდუქტების წარმოებაში ქიმიის დეპარტამენტის პროფესორის ირინა ბეჟანიძის სამეცნიერო ანგარიში: სემინარი ჩატარდება სამშაბათს, 10 სექტემბერს, 11:00 საათზე "გეპეის" 404-ე აუდიტორია.
12 ივლისი 2018 წელი
ბოლო წლებში რეალიზებული თანამედროვე ტექნოლოგიები – სხვადასხვა ნივთიერებებისა და მასალების მიღების, ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების გადამუშავების, ზრდიან ნარჩენების საერთო მოცულობას. არსებული მსოფლიო სტატისტიკა მოწმობს, რომ დღეისათვის საწყისი ნედლეულის მხოლოდ 7-12% გარდაიქმნება საბოლოო პროდუქტად, ხოლო მისი დაახლოებით 90% , წარმოებისა და მოხმარების სხვადასხვა სტადიაზე გადადის ნარჩენებში. ეს ნარჩენები, იმავდროულად შეიძლება წარმოადგენდნენ ძვირფას ნედლეულს ან ნახევარფაბრიკატებს, რომლის გადამუშავებაც შეიძლება რამდენჯერმე უფრო რენტაბელური იყოს, ვიდრე სტანდარტული ნედლეულის, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიის რეალიზაციისა და მაღალხარისხოვანი, კონ-კურენტუნარიანი პროდუქტის მიღების პირობებში. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ XXI საუკუნეში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ეკოლოგიურად უსაფრთხო, და რაც მთავარია, მასალებისა და ნარჩენების გადამუშავების ეკონომიურად მცირეხარჯიან და ტექნოლოგიურად დასაბუთებული პროცესების შექმნას და მათ ბაზაზე საზოგადოებისათვის სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტების მიღება .
სრულად