ნიკო ბერძენიშვილის მეცნიერ-თანამშრომელი უჩა ოქროპირიძე, თემა: "საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის ისტორიიდან 1918 წლის 14 ივლისის "რეფერენდუმის" 100 წლისთავის გამო, ხასან თხილაიშვილი- კაცი, რომელიც ლეგენდად იქცა" 9 ივლისი, 12 საათი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკა.
9 ივლისი 2018 წელი
ნაშრომი იწყება შესავლის მაგიერ გაკეთებული განმარტებით, რომელშიც ნათქვამი და დასაბუთებულია, რომ იმ ერთადერთმა კენჭმა, რომელიც ხასან თხილაიშვილმა საქართველოს სასარგებლოდ ჩააგდო, ფაქტობრივად საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა თურქთა ძალმომრეობის ქვეშ ჩატარებული ე. წ. რეფერენდუმის ბედი. თუმცა იქვე აღნიშნულია ისიც, რომ ხასან თხილაიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ნაშრომში განხილულია ხასან თხილაიშვილის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტები, - მისი დაბადების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის ღირსშესანიშნავი ფაქტები, რომელთაც აღნიშნული პიროვნება, იმ მეტად რთულ, კერძოდ, ქობულეთ-აჭარაზე თურქული ოკუპაციის პერიოდში, რეგიონის ძირითადი სულისკვეთების გამომხატველ სახალხო გმირად აქცია. მასზე შეიქმნა მოგონება-გადმოცემანი, ხალხურ ლექსთა ნიმუშები, რომლებმაც ასახეს მისი ცხოვრებისა და მამულიშვილური ღვაწლის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტები, რომელთაც ხასან თხილაიშვილი ლეგენდარული გმირის დიდებით შემოსა. მოთხრობილია მისი გამოჩენილი თანამედროვეებისა და თანამებრძოლების შესახებ
სრულად