ბსუ-ს სამართლის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ სახაფხულო სკოლის გრანტი მოიპოვა
12 აგვისტო 2019 წელი

ბსუ-ის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ 2019 წლის სეზონური სკოლის ქვეპროგრამის ფარგლებში საგრანტო დაფინანსება მოიპოვა. მიღებული დაფინანსებით 19-24 აგვისტოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს კონსტიტუციური სამართლის აქტუალურ თემატიკას: კონსტიტუცია, ხელისუფლების შეზღუდვა და დემოკრატია, კონსტიტუციური იდენტობა, არაკონსტიტუციურ საკონსტიტუციო ცვლილებები, კონსტიტუციის დაცვის მექანიზმები და სხვა.
სრულად