იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია: „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიური ჟან მონეს სტუდენტური კონფერენცია: „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ გაიმართა. კონფერენციაზე იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟან მონეს სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებების, ევროპული ინტეგრაციის, ევროკავშირში დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების, კარგი მმართველობის, კონფლიქტების პრევენციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ეროვნული და კულტურული იდენტობის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა