ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტი

ეკონომიკურ მეცნიერებათა შემსწავლელი დისციპლიონებიდან ბათუმის შოთა რუსთაველიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიის საგნის სწავლება დაიწყო ჯერ კიდევ პედაგოგიური ინსტიტუტეს დაარსების დღიდან. პირველად ამ საგნის სალექციო კურსი წაიკითხა დოც. პ. პატარაიამ.

თავიდანვე, ეკონომიკური პროფილის სპეციალობებზე სხვადასხვა დისციპლინების სწავლების თვალსაზრისით ეკონომისტთა კადრების მომზადებაში ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტს დიდი სამსახური გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურმა ფაკულტეტმა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 90-იანი წლები, როგორც რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების, საბაზრო სტრუქტურების ფორმირების პროცესის დასაწყისი, რამაც პრინციპულად შეცვალა ეკონომიკური დისციპლინების, განსაკუთრებით კი ბიზნესის მართვის დისციპლინების სწავლებისადმი მიდგომის ხერხები, მისი შინაარსი და მეთოდიკა.

აღნიშნულმა გარემოებამ მრავალი პრობლემა დააყენა, მათ შორის, პროგრამებისა და სასწავლო გეგმების დამუშავება, კადრების გადამზადება, ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა.  აღნიშნული პრობლემების მოგვარება დაეკისრა ეკონომიკის ფაკულტეტს (დეკანი დოც.დ.დევაძე) რომელიც ჩამოყალიბდა  1992 წელს ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. 1994 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ეკონომიკისა და მართვის კათედრა (გამგე დოცენტი დ. დიასამიძე).

1996 წელს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაზაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი დეკანი ზ. შაშიკაძე).

1997 წლიდან ჩამოყალიბდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრა (გამგე დოც. დ. დიასამიძე, შემდგომში კი კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოც. ნ. წიკლაშვილი). ამავე წელსვე ჩამოყალიბდა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიის კათედრა (გამგე ვ. ვერულიძე)

2006 წლიდან უნივერსიტეტში გატარებული რეორგანიზაციების შედეგად მოხდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლებისა და ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრების გაერთიანება. შეიქმნა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი რეზო მანველიძე, დეპარტამენტში სულ იყო 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის  ერთი სრული, 21 ასოცირებული, და 8 ასისტენტ პროფესორი და  მოწვეული მასწავლებლები.

2009 წელის ოქტომბერში მოხდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის გაყოფა ორ დეპარტამენტად. ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტს, 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე, 2013-2014 წლებში ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გელა მამულაძე, 2014-2015 წლებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე.

2015 წლის იანვარში მოხდა  ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის გაყოფა ორ დეპარტამენტად. ეკონომიკის დარგობრივ დეპარტამენტს დღემდე ხელმძღვანელობს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე.

ამჟამად დეპარტამენტში 12 თანამშრომელია, მათ ერთი სრული პროფესორი, ერთი ასოცირებული პროფესორი, 10 მოწვეული   მასწავლებელი.

დეპარტამენტში მოქმედებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და  სადოქტორო პროგრამა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა