ეკონომიკურ მეცნიერებათა შემსწავლელი დისციპლინებიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური ეკონომიის საგნის სწავლება დაიწყო ჯერ კიდევ პედაგოგიური ინსტიტუტეს დაარსების დღიდან. პირველად ამ საგნის სალექციო კურსი წაიკითხა დოცენტმა პ. პატარაიამ.
თავიდანვე, ეკონომიკური პროფილის სპეციალობებზე სხვადასხვა დისციპლინების სწავლების თვალსაზრისით ეკონომისტთა კადრების მომზადებაში ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტს დიდი სამსახური გაუწია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურმა ფაკულტეტმა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 90-იანი წლები, როგორც რადიკალური ეკონომიკური ცვლილებების, საბაზრო სტრუქტურების ფორმირების პროცესის დასაწყისი, რამაც პრინციპულად შეცვალა ეკონომიკური დისციპლინების, განსაკუთრებით კი ბიზნესის მართვის დისციპლინების სწავლებისადმი მიდგომის ხერხები, მისი შინაარსი და მეთოდიკა.
აღნიშნულმა გარემოებამ მრავალი პრობლემა დააყენა, მათ შორის, პროგრამებისა და სასწავლო გეგმების დამუშავება, კადრების გადამზადება, ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა. აღნიშნული პრობლემების მოგვარება დაეკისრა ეკონომიკის ფაკულტეტს (დეკანი დოცენტ დ. დევაძე) რომელიც ჩამოყალიბდა 1992 წელს ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. 1994 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ეკონომიკისა და მართვის კათედრა (გამგე დოცენტი დ. დიასამიძე).
1996 წელს დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბაზაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ეკონომიკის ფაკულტეტი დეკანი ზ. შაშიკაძე).
1997 წლიდან ჩამოყალიბდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრა (გამგე დოც. დ. დიასამიძე, შემდგომში კი კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა დოც. ნ. წიკლაშვილი). ამავე წელსვე ჩამოყალიბდა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიის კათედრა (გამგე ვ. ვერულიძე).
2006 წლიდან უნივერსიტეტში გატარებული რეორგანიზაციების შედეგად მოხდა ეკონომიკური თეორიის საფუძვლებისა და ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრების გაერთიანება. შეიქმნა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე, დეპარტამენტში სულ იყო 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ერთი სრული, 21 ასოცირებული, და 8 ასისტენტ პროფესორი და მოწვეული მასწავლებლები.
2009 წელის ოტომბერში მოხდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის გაყოფა და შეიქმნა ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, რომელსაც 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე. 2013-2014 წლებში ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გელა მამულაძე, 2014 წლის სექტემბრიდან კი აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე. 2015 წლის იანვარში მოხდა ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის გაყოფა და ჩამოყალიბდა ბიზნესის ადმინისტრირების დარგობრივი დეპარტამენტი რომელსაც ხელმძღვანელობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ბადრი გეჩბაია.
ამჟამად დეპარტამენტში 21 თანამშრომელი მოღვაწეობს, მათ შორის ორი პროფესორი, ხუთი ასოცირებული პროფესორი, ოთხი ასისტენტ-პროფესორი და 10 მოწვეული მასწავლებელი, აკადემიური დოქტორები.
ამჟამად დეპარტამენტში მოქმედებს ორი საბაკალვრო, ერთი სამაგისტრო და ერთი სადოქტორო პროგრამა
უკან |