ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ მეცნიერებათა შემსწავლელი დისციპლინებიდან პოლიტიკური ეკონომიის საგნის (დოც. პ. პატარაია) სწავლება დაიწყო პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების დღიდან.
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესში უმაღლესი განათლების ძირითადი აქცენტები შეიცვალა და დაიწყო ტრადიციული აკადემიური პროგრამებისთვის დამახასიათებელი თეორიული სწავლების ინტეგრირება ახალ, ბაზარზე ორიენტირებულ სწავლებასთან.
1994 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ეკონომიკისა და მართვის კათედრა (გამგე დოცენტი დ. დიასამიძე).
1997-2000 წლებში ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრას ხელმძღვანელობდა დოც. დ. დიასამიძე, ხოლო 2000-2005 წლებში დოც. ნ. წიკლაშვილი.
2006 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად ეკონომიკის მიმართულებით მოქმედი ყველა კათედრა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე. დეპარტამენტში სულ იყო 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ერთი სრული, 21 ასოცირებული და 8 ასისტენტ პროფესორი.
2009 წელის ოქტომბერში გაიყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი ორ:
1. ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის და 2.ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტად.
ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტს 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე, 2013-2014 წლებში ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გელა მამულაძე, 2014-2015 წლებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე.
2015 წლის იანვარში ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი გაიყო ორ - ბიზნეს ადმინისტრირების დარგობრივ და ეკონომიკის დარგობრივ დეპარტამენტებად.
2015 წლიდან 2022 წლამდე ეკონომიკის დარგობრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე, ხოლო 2022 წლიდან დღემდე - ასოცირებული პროფესორი ნატალია რობიტაშვილი.
ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი ერთი პროფესორის, ორი ასოცირებული პროფესორის, ერთი ასისტენტ პროფესორის და ორი ასისტენტისაგან შედგება. სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართული მოწვეული მასწავლებლები.
ეკონომიკის დარგობრივ დეპარტამენტში ხორციელდება ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები. დეპარტამენტი აკადემიურად უზრუნველყოფს ფაკულტეტზე მოქმედ უმაღლესი განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია ახალი ცოდნის შეძენის, ფუნდამენტური და კვლევის უნარების განვითარებასა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე.
ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის მიზანი თანხვედრაშია მის შედეგთან - კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობაში საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, მათ შორის აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაზღვევო კომპანიებში, კომერციულ ბანკებში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.
უკან |