მე ვირჩევ ბსუ-ს
17 ივლისი 2023 წელი

მე ვირჩევ ბსუ-ს
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. აბიტურიენტები ამბობენ, რომ მათ გამოცდის ჩაბარება სრულიად მოწესრიგებულ საგამოცდო ცენტრებში უწევთ. 12-წლიანი მოსწავლეობისა და ერთწლიანი აბიტურიენტობის მონაგარი ერთიანი ეროვნული გამოცდებია, წარმატების მორიგი ნაბიჯები კი - სტუდენტობა. უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები ჯერ შედეგების, შემდეგ სტუდენტთა ახალი კონტინგენტის მოლოდინშია. რა თქმა უნდა, მათ შორისაა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. აქ ახალი ნაკადის დაკომპლექტებას კვლავ კონკურენტუნარიან პირობებში ელოდებიან. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ისევ და ისევ იმ აბიტურიენტებს წარმოგიდგენთ, რომელებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებენ.
სრულად