ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
19 დეკემბერი 2022 წელი
ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულია. პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების კრიზისი და მისი პრევენცია პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში“ ხანგრძლივობაა 2 წელი. ახალგაზრდა მეცნიერის მენტორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნათელა წიკლაშვილი. ახალგაზრდა მეცნიერის კონსულტანტებია ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ბადრი გეჩბაია და გიორგი აბუსელიძე. პროექტს ჰყავს უცხოელი კონსულტანტი, ბულგარეთის, ქ. სვიშტოვის დ. ცენოვის სახელობის ეკონომიკის აკადემიის პროფესორი მარიანა პეტროვა.
სრულად