![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_10076_1_s.jpg)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - ტენდენციები, გამოწვევები, პერსპექტივები“. მომხსენებელმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს არსებული სიახლეები და განვითარების შესაძლებლობები გააცნო. ღონისძიება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან არსებული სტუდენტური კვლევების და პროექტების ცენტრის „ახალი ხედვის“ ორგანიზებით გაიმართა.
უკან |