ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საჯარო ლექციების ციკლი საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დ. ა. ცენოვის სახელობის ეკონომიკის აკადემიის, (სვიშტოვი, ბულგარეთი) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, ასისტენტმა, დოქტორმა ივაილო პეტროვმა ერთკვირიანი საჯარო ლექციების ციკლი წაიკითხა. 28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით ბულგარელმა მომხსენებელმა ლექციები წაიკითხა თემებზე: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საჯარო ფინანსები დამ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები.

დოქტორი ივაილო პეტროვი ვიზიტის ფარგლებში საუნივერსიტეტო ცხოვრებას გაეცნო, შეხვდა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

დ. ა. ცენოვის სახელობის ეკონომიკის აკადემიის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტი, დოქტორი ივაილო პეტროვი უნივერსიტეტს Erasmus +-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ეწვია.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა