ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

შეხვედრა პირველკურსელებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია (დეკანატი,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, დარგობრივი დეპარტამენტისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები), აკადემიური და ტექნიკური პერსონალი ფაკულტეტის პირველკურსელებს შეხვდნენ. სტუდენტებს შეხვედრაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი მარეგულირებელი აქტები,  საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სტუდენტთა აკადემიური შეფასებების  წესები, ელექტრონული სერვისები და მიმდინარე პროექტები გააცნეს. 2018-2019 სასწავლო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 235 პირველკურსელი და  30  მობილობით გადმოსული სტუდენტი ჩაირიცხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა